ლევან ვარშალომიძემ ბათუმის პროკურატურა დატოვა
აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ლევან ვარშალომიძემ ბათუმის პროკურატურა დატოვა. როგორც ვარშალომიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ძველი ბათუმის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ყოფილი აბანოების გახსვისებასთან დაკავშრებით მოწმის საკითხით დაჰკითხეს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება ბთუმში მდებარე მილიონნახევარ ლარად შეფასებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისება – დაზიანების ფაქტს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სისხლის სამართლის აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.