რამდენიმე დღეში კანონიერ ქურდ კალაშოვს რუსეთში გადიყვანენ
რამდენიმე დღეში, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის რუსეთში ექსტრადირება იგეგმება. როგორც “ეუროპა პრესი” წერს, გამოცემას აცნობეს, რომ უახლოეს დღეებში კალაშოვი მადრიდის ესტემერას ციხეს დატოვებს და მას რუსეთში გადაიყვანენ. მათივე ინფორმაციით, რუსეთთან ერთად, კალაშოვის გადაცემას საქართველოც ითხოვს.
კალაშოვი კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც “შაქრო მალადოი” დაისრუსეთში ერთ-ერთ გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლება. კალაშოვი 2000 წლიდან ესპანეთშია, სადაც რუსული მედიის ცნობით, ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.
2006 წელს საქართველოს სასამართლომ კალაშოვს დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.