დავით ქართველიშვილი: დამახინჯებულ ევროკავშირზე უარი ვთქვით, ასე ვთქვათ, დავაპაუზეთ ჩვენი მისწრაფება, მაგრამ ტრანსფორმირებული ევროპის პირობებში, ჩვენთვის შეიძლება ძალიან საინტერესო შესაძლებლობების ფანჯრები გაიხსნას
პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ევროპაში მიმდინარე პროცესებს მედიასთან ეხმიანება.
„ევროპაში იკვეთება ახალი ცენტრი – ცენტრალური ევროპა (თუ გვსურს, აღმოსავლეთ ევროპა ვუწოდოთ), რომელშიც შედის უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, ბალკანეთის მთელი რიგი ქვეყნები და ახლო მომავალში აუცილებლად პოლონეთიც შეუერთდება”- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ტრანსფორმაციის პირასაა და ძალიან საინტერესო პროცესები მიმდიონარეობს, მათ შორის, საქართველოსთვის.
„რუბიომ თქვა, რომ დღეს ვენესუელა უფრო აწუხებს ევროპას, ვიდრე უკრაინა, და ევროკავშირის ბედი არ აწუხებს არავის. ამ ყველაფრის ფონზე ევროპაში იკვეთება ახალი ცენტრი – ცენტრალური ევროპა (თუ გვსურს, აღმოსავლეთ ევროპა ვუწოდოთ), რომელშიც შედის უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, ბალკანეთის მთელი რიგი ქვეყნები და ახლო მომავალში აუცილებლად პოლონეთიც შეუერთდება.
ამიტომ, ტრანსფორმაციის პირას ვართ ევროკავშირში, და ძალიან საინტერესო პროცესებია, მათ შორის ჩვენთვის – ქართველებისთვის. იმ დამახინჯებულ ევროკავშირზე უარი ვთქვით, დავაპაუზეთ ასე ვთქვათ ჩვენი მისწრაფება, მაგრამ ტრანსფორმირებული ევროპის პირობებში, ჩვენთვის შეიძლება ძალიან საინტერესო შესაძლებლობების ფანჯრები გაიხსნას,”- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.