“პიტერ ფიშერი არათუ ფარულად ხვდებოდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, არამედ პირდაპირ ახალისებდათ თავისი აქტივობით” – იონათამიშვილი

“პიტერ ფიშერი არათუ ფარულად ხვდებოდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, არამედ პირდაპირ ახალისებდათ თავისი აქტივობით და არაერთი მაგალითი გვახსოვს, როცა შიდა პროცესში ჩარევა ხდებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ის საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ფიშერი აღნიშნავს, რომ „არასდროს დაურღვევია ვენის კონვენცია და არც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულა“.

„ფიშერს თუ იმის აღიარება უნდა, რომ მომავალში მსგავს საქმიანობას არ განახორციელებს, ვნახოთ. მისი მხრიდან მისი განცხადება აღიარებითი ჩვენებაა, რადგან არაერთი ფაქტია, როცა ვენის კონვენცია დაარღვია და სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა. ისეთი პლაკატების წინ დგებოდა, სადაც მოწოდება იყო ძალადობისა და სიძულვილისკენ. ეს ის ფაქტებია, რასაც ვერ გაექცევა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები