“საქართველოს ფოსტა" ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის

  “საქართველოს ფოსტა” ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. როგორც ” საქართველოს ფოსტაში” აცხადებენ, ნანუკა ჟორჟოლიანის “ფეისბუქის” გვერდზე 15 თებერვალს ფოსტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
“ეს წარმოადგენს დაუსაბუთებელ, უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც ხელყოფს შპს “საქართველოს ფოსტის” საქმიან რეპუტაციას და ინტერესებს.
დაინტერესებულ მხარეს კი ვაცნობებთ, რომ პრევენციის მიზნით ჯერ კიდევ 2013 წლის მაისში “საქართველოს ფოსტამ” წერილობით მიმართა მსოფლიო საფოსტო კავშირს და მის წევრ 191 ქვეყანას. მიმართვა მოიცავდა ე.წ “სპაისის” (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების) ჩამონათვალს, რომელთა შემოტანაც საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალებოდა. მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა მსოფლიო საფოსტო კავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის. დამატებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოში შემოსული ტვირთები ქვეყნის საბაჟო საზღვარზე, საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი მექანიზმებით, კონტროლდება შესაბამისი სტრუქტურების მიერ”, – ნათქვამია “საქართველოს ფოსტის” განცხადებაში.
ნანუკა ჟორჟოლიანი 15 თებერვალს ფეისბუქის პირად გვერდზე გულიკო ჩაფიძის შვილიშვილის დათუნა ცხაკაიას გარდაცვლების ფაქტს გამოეხმურა. ნანუკა ჟორჟოლიანმა შს მინისტრს მიმართა და ქვეყანაში “ბიოს“ შემოტანის გზები დაასახელა. ჟურნალისტის მტკიცებით, საქართველოში “ბიო“ -ს შემოტანა სხვადასხვა საშუალებებით , მათ შორის “ფოსტის“ მეშვეობითაც ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები