რატი იონათამიშვილი – პეტერ ფიშერის განცხადებაზე: მისი მხრიდან ეს უფრო აღიარებითი ჩვენებაა, ვინაიდან სინამდვილეში ვენის კონვენციის დარღვევის არაერთი ფაქტი გვაქვს

„მისი მხრიდან ეს უფრო აღიარებითი ჩვენებაა, ვინაიდან სინამდვილეში ვენის კონვენციის დარღვევის არაერთი ფაქტი გვაქვს,“- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გააგრძელებს მსგავს საქმიანობას, ეს პირველ რიგში მისივე რეპუტაციისთვის არ იქნება კარგი.

„მისი მხრიდან ეს უფრო აღიარებითი ჩვენებაა, ვინაიდან სინამდვილეში ვენის კონვენციის დარღვევის არაერთი ფაქტი გვაქვს, როდესაც ის უხეშად არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არამედ სასამართლოზეც ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას. გვახსოვს, ისეთი პლაკატების წინ იდგა, სადაც პირდაპირ მოწოდება იყო ძალადობისა და სიძულვილისა. ვის გულისხმობს იმაში, „მომიწოდეს ამ განცხადების გაკეთებაო“ ამაზე თვითონ დააზუსტოს. ერთი ფაქტი ისა, რომ თუ ამით მისი მხრიდან ხდება აღიარება, რომ სინამდვილეში არღვევდა ვენის კონვენციას და მომავალში ამას აღარ გააკეთებს, კი ბატონო – დაველოდოთ. თუ გააგრძელებს მსგავს საქმიანობას, ეს პირველ რიგში მისივე რეპუტაციისთვის არ იქნება კარგი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩი აცხადებს, რომ ვენის კონვენცია არ დაურღვევია. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ არ ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში. განმარტების გაკეთება კი, არა გერმანიის ხელისუფლებამ, არამედ საქართველოში სთხოვეს, თუმცა, ვინ, არ აკონკრეტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები