“ემიგრანტებს არანაირი საარჩევნო ხმის უფლება არ და ვერ წაერთმევათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხმის მიცემა არის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება” – ბოჟაძე

“მათ [ემიგრანტებს] არანაირი საარჩევნო ხმის უფლება არ და ვერ წაერთმევათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხმის მიცემა არის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, 96 ათასი იყო რეგისტრირებული და აქედან 35 ათასმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

“ჩვენმა მოქალაქეებმა დახარჯეს დრო, ფული და ენერგია იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა იმ 4 პარტიიდან, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, რადიკალური ოპოზიცია მყავს მხედველობაში, მხოლოდ ერთი პარტია, ისინიც ახლახან შემოუერთდნენ ჩვენს პარლამენტს და აღმოჩნდა, რომ სამი პოლიტიკური პარტია, ასე უპასუხისმგებლოდ მოექცა საკუთარ ამომრჩევლებს”, – თქვა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები