გარემოს ეროვნული სააგენტო: 24 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგიერთ სადგურზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება

გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
“24 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგიერთ სადგურზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზე. ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები