შალვა პაპუაშვილი: როდესაც ნებისმიერი ქვეყნის ელჩი ხვდება რადიკალებს, ის უნდა შეეგუოს, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი შეფასება საზოგადოებისგან

,,ნებისმიერი ქვეყნის ელჩი თავისუფალია შეხვდეს იმას ვისაც სურს – უნდა სახლში, უნდა საელჩოში. მეორე, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის ელჩი ხვდება რადიკალებს, ის ასევე უნდა შეეგუოს, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი შეფასება საზოგადოებისგან”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ელჩის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სერგი კაპანაძის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სამართლიანი თამაშის წესები.

„ეს არ არის ცალმხრივი მოძრაობის გზა, ეს არის ორმხრივი მოძრაობის გზა. თუ კი რომელიმე ელჩს სურს, რომ ჰქონდეს პირადი თუ ოფიციალური კონტაქტი რადიკალურ ჯგუფებთან ეს მისი თავისუფლებაა – შეხვდეს. მაგრამ ის ასევე შეეგუოს, რომ ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენი კომენტარი თუ რეაქცია იმ შემადგენლობიდან გამომდინარე, ვინც შეიძლება იყვნენ ამ შემთხვევაში მონაწილეები.

შეხვდა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის კუთვნილ მედიას. ესეც ხომ აჩვენებს სელექციურ მიდგომას. ეს მისი უფლება არის, მისი არჩევანია. ესეც არის ვენის კონვენციის ნაწილი, რომ მას შეუძლია შეხვდეს ვისაც უნდა. მაგრამ მერე ნურავის ნუ ეწყინება ჩვენ თუ ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ. ეს არის სამართლიანი თამაშის წესები. ზოგადად გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი არის და ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნებოდა გამჭვირვალე ყოფილიყო ამ სახის კონტაქტები თუმცა მისი არჩევანია. რაც უფრო ფარულია, უფრო მეტ კითხვებს იწვევს ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები