გურამ მაჭარაშვილი: ივანიშვილის ადვოკატის ეს განცხადება მორიგი მტკიცებულებაა იმის, რომ ამ ადამიანს ჯერ კიდევ 2018 წლიდან დაუწყეს პრობლემების შექმნა და უსაფუძვლოდ გაუყინეს მილიარდობით თანხა
“რამდენად უღირს “დიფ სთეითს” ებრძოლოს ბიძინა ივანიშვილს, რომ არად დაგიდევენ შვეიცარიული საბანკო სისტემის სანდოობის ხარისხის პრაქტიკულად ნულზე დაცემას,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ წერილზე საუბრისას განაცხადა.
„ადვოკატის ეს განცხადება მორიგი მტკიცებულებაა იმის, რომ ამ ადამიანს ჯერ კიდევ 2018 წლიდან დაუწყეს პრობლემების [შექმნა] და განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ პრაქტიკულად გაუყინეს მილიარდობით თანხა. წარმოიდგინეთ, რამდენად უღირს “დიფ სთეითს”, ებრძოლოს ბიძინა ივანიშვილს, რომ არად დაგიდევენ იმას, რომ შვეიცარიულ საბანკო სისტემას სანდოობის ხარისხი პრაქტიკულად ნულზე დაუვარდა“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეში ბრიტანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ დავის შესახებ, რომელიც წლებია გრძელდება და მოსარჩელეს ყველა წინა პროცესი მოგებული აქვს, – ინფორმაციას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი ავრცელებს.