„წიგნი რომ გადავშალე, ვნახე უცხო ასოები. მაშინ მივხვდი, რომ ეს წიგნი „დედა ენა“ იყო“
ადამიანი მაშინ მიხვდება დანაკარგს, როცა აღარ ებადების… .
სოსო მიქელანი, ფერეიდნელი ქართველი:
„მე მეოთხე კლასელი ვიყავი და თანაკლასელებს სპარსული ასოებით ქართულ ენაზე წერილს ვუწერდი. მაშინ არ ვიცოდი, რომ ქართული ანბანიც არსებობს. ერთხელ მასწავლებელმა,რომელიც ქართველი იყო, ხელიდან გამომტაცა წერილი და წაიკითხა. გაკვეთილი რომ დამთავრდა, კლასში მარტო შემაჩერა და მკითხა: – გიყვარს ქართული ენა? ვუპასუხე: რა თქმა უნდა-მეთქი. მეორე დღეს გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ჩანთაში ჩადო ერთი წიგნი და მითხრა : – ჩანთას მხოლოდ სახლში გახსნი და ამის შესახებ არავის არაფერი უთხრაო.
არ მახსოვს, რამდენ წამში მივედი სახლში და წიგნი რომ გადავშალე, ვნახე უცხო ასოები. მაშინ მიხვდი, რომ ეს წიგნი იყო „დედა ენა“. მას შემდეგ მთელი გულით და სულით ვისწავლე ეს ღვთაებრივი დამწერლობა და ვისაც სურდა, ვასწავლე კიდეც.
სამწუხაროდ, ისინი, ვინც საქართველოში ცხოვრობენ, ამ ენის ფასს არ გრძნობენ და მაშინ მიხვდებიან თავიანთ შეცდომას, როცა გვიანი იქნება.