პაპუაშვილი – ბრაზილიის ელჩთან შეხვედრაზე: ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარებაზე
“საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, კარლოს მარტინს სეგლიასთან გაცნობითი შეხვედრა გავმართე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი ურთიერთობები იქნა განხილული.
“ყურადღება გავამახვილეთ საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე. გავიხსენე ბრაზილიის პარლამენტის – ეროვნული კონგრესის ქვედა, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან ქ. ჟენევაში გამართული ნაყოფიერი შეხვედრა.
აგრეთვე, ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარებაზე. ელჩს საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ვესაუბრე.
შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ბრაზილიის რეგიონული პოლიტიკა, ასევე, 2026 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრაზილიის მომზადების პროცესი.
ელჩს თავის საქმიანობაში წარმატება ვუსურვე”, – წერს პაპუაშვილი.