მეწყერი ინდონეზიაში – არის მსხვერპლი

ინდონეზიაში, ჯავის პროვინციის ორ რეგიონში წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა,- ამის შესახებ ინფორმაციას მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მაშველების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რთული იყო, რადგან ადამიანები 3-დან 8 მეტრამდე სიღრმეზე იყვნენ დამარხულნი.

სტიქიის შემცირების სააგენტოს ცნობით, 27 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მათივე ინფორმაციით, 30-მდე სახლი და ფერმა დაზიანდა.

“სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში წვიმიანი სეზონი სექტემბერში დაიწყო და, სავარაუდოდ, აპრილამდე გაგრძელდება, რაც ექსტრემალური ნალექებისა და წყალდიდობის მაღალ რისკს იწვევს”,- განაცხადეს მეტეოროლოგიურ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები