მედია: ინდოეთში, პოლიციის განყოფილებაში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
ინდოეთის ჩრდილოეთით, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში, ნოგამის პოლიციის განყოფილებაში ჩხრეკის დროს აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ Hindustan Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„პარასკევს, ნოგამის პოლიციის განყოფილებაში აფეთქების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელები… განყოფილებაში ჩხრეკას ატარებდნენ“, – იტყობინება გაზეთი.
გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად განყოფილებაში რამდენიმე მანქანა დაზიანდა.