საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 85 სამხედრო მოსამსახურე შეემატა (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 85 სამხედრო მოსამსახურე შეემატა.
რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე დაესწრო. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ რეკრუტებს ფიცის დადება მიულოცა და წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის გავლა 600-მა რეკრუტებმა დაიწყო. ისინი სწავლებას ეტაპობრივად დაასრულებენ. წვრთნები 9 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. მომავალ სამხედროებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ. მომზადება საველე და საკლასო პირობებში ხორციელდებოდა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები საკონტრაქტო სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ბრიგადებში გააგრძელებენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Y5jWlkVRZjw” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები