შსს-მ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად კრიმინალური ავტორიტეტი – 1973 წელს დაბადებული შალვა გ. თბილისში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა გ-მ 16 ოქტომბერს საქართველოს საზღვარი რუსეთის ფედერაციიდან სხვა სახელითა და გვარით გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა შალვა გ-ს პირადი ჩხრეკისას მარიხუანა ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველო აწარმოებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=lrvWbL17lVg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები