“ვინ არის ქალი, რომელიც ალასანიას პარიზში ახლდა და სად წაიღო ბიძინას ფულები?“
რატომ იყო ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიაზე გაბრაზებული?! – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს მიმართავს, რომელიც ირაკლი ალასანიასა და „რესპუბლიკური პარტიის“ საწინააღმდეგო წერილებს სახელისუფლებო კულუარების შეკვეთად აფასებდა.
სტატიის ავტორი იმ თათბირის შესახებ წერს, სადაც ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის თანამდებობის ჩამორთმევის შესახებ გახდა ცნობილი.გამოცემის ცნობით, თათბირმა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა, თუ ეკა ბესელიამ შეძლო ფოთში გამარჯვების მოპოვება, რატომ დამარცხდა ზუგდიდში ირაკლი ალასანია.როგორც სტატიის ავტორი წერს, იმის ნაცვლად, რომ ირაკლი ალასანიას დამარცხების მიზეზი შეესწავლა, დუბაიში წავიდა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა.
„თუ გაინტერესებთ, რატომ იყო გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიაზე, ეკა ბესელიას ჰკითხეთ, იმ ხმაურიან თათბირს ესწრებოდა, როცა ალასანიას ვიცე-პრემიერობა ჩამოართვა, ბიძინა ივანიშვილმა ეკას ჰკითხა, შენ თუ მოიგე ფოთი, ამან ზუგდიდი რატომ ვერ მოიგოო?! ჩემი მხრიდან კი შეგახსენებთ, რომ ალასანიამ, რომელსაც „ბეზ პიტი მინუტ“ თავი პრეზიდენტი ეგონა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამარცხვინოდ ჩაისვარა ზუგდიდში, როლანდ ახალაიასთან მაჟორიტარული არჩევნები წააგო, ზუგდიდელი აქტივისტი ლალი ანთია მას „ნაციონალებთან“ გარიგებაში ადანაშაულებდა. ესეც თქვენ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის ანეკდოტი, ალასანიას გაუქრია მილიონი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მის შტაბში გადაუსროლია. სად წაიღე ამდენი ფული, ირაკლი?
ირაკლის ბიძინამ 2012 წლის არჩევნებამდე სოლოლაკში, ამაღლების 9 ნომერში, ფეშენებელურ კორპუსში სახლი უყიდა, სხვათა შორის, დავით კეზერაშვილის მეზობლად, გაურემონტა კიდეც, ირაკლის სასათბურე პირობები შეუქმნა, ისევე როგორც ძალიან ბევრს, ბიძინას ნაყიდ სახლში თქვენი თანაპარტიელებიც იქნებიან, სიას კარგად გადახედეთ, ბატონო დავით. ჰოდა, თქვენმა ირაკლიმ, იმის ნაცვლად, წაგების მიზეზები შეესწავლა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, ფულების მოძიება და ბიზნესმენებთან შეხვედრები, ბიძინას ზურგს უკან თამაშის ეშხში ისე შევიდა, დუბაიში „დატყდა“ თქვენი მინისტრი, ბიძინას გაეპარა, დუბაიდან „ნაციონალების“ ხელისბიჭმა მითხრა, რომ იქ ელიტარულ ღამის კლუბში შეხვდა დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას, სადაც საუბრები იყო იმაზე, რომ მათი ბიზნეს და პოლიტიკური ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემის შემთხვევაში ირაკლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალები“ დაეხმარებოდნენ, ირაკლი ტელეფონით გადაიღეს „ყოჩაღმა ბიჭებმა“ და როგორც კი, ალასანიამ სიტყვა გატეხა და გადაგდება დაუპირა, „ნაცბანდელებმა“ ინფორმაცია ბიძინასთან შეაგდეს.
ამას დაემატა ირაკლის ატროების ამბავი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელ ლამაზმანთან ერთად სკანდალში გაეხვია, თავდაცვის მინისტრს დაგეგმილი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი, მაგრამ ირაკლი პარიზის გავლით ჩაფრინდა ლონდონში, თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ ალასანიას მეგობარი გოგონა, უგულავას მეუღლე ლელა კილაძე და თაკო სალაყაია, „ტუსუვკა“ მოიწყვეს სიყვარულის ქალაქში, „სალუტ პარიზ, ჟე ტემ თამუნიაო“ და ამის შემდეგ, ირაკლი მატარებლით ჩავიდა ლონდონში. კარგია კარგი ცხოვრება 7-მილიარდიანი პატრონის ფულებით, მაგრამ ბიძინამ ეს ამბავი რომ გაიგო, ძალიან გაბრაზდა და ირაკლის ყურები აუწია, ვინც ცოლს ღალატობს, ის თავის „ბოსსაც“ ღალატობსო და ირაკლის ერთი მარტივი კითხვა დაუსვა, ბიუჯეტის ხარჯზე რატომ „გულაობო“?
ამ ამბის გახსენება თუ გინდოდათ, დავით ბატონო, წაიკითხეთ და თუკი აქ მოყვანილი ფაქტები თქვენ შეკვეთილი სტატია და ჭორაობა გგონიათ, ამ ამბავში რეკორდსმენები ხართ და თქვენს კოალიციას ჩაეკითხეთ. გაგრძელება თუ გაინტერესებთ, გაეროში გადარეკეთ და მოიკითხეთ, სად მუშაობს ირაკლის მეგობარი ქალბატონი? დაგიდასტურებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ის ამ სკანდალის შემდეგ, აღარ მუშაობს, ან მისი ცოლისდა ფანჯიკიძე დაიკოს კონკურენტს როგორ გააჩერებდა?! უმწიკვლო“ ირაკლიმ მეგობარი გოგონა უმწეო მდგომარეობაში არ დატოვა და როგორც „გაეროში“ საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მას მაღალანაზღაურებადი სამსახური „გაუჩალიჩა“, – წერს გამოცემა.