ვანის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების შესახებ საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კ. ძ. დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ კ.ძ., ვანის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს გამარჯვების და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ სატენდერო ღირებულების 25% მოსთხოვა. დაკავებულმა აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელს ტენდერში გამარჯვების შემდგომ ქრთამის სახით 3000 ლარი გამოართვა.
„საგამოძიებო სამსახურმა ასევე დააკავა ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის ყოფილი უფროსი ავთანდილ ჭელიძე და ვანის რაიონის სოფ. ამაღლების ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული მამია გაბუნია. დაკავებულებმა ერთ ერთი კომპანიის წარმომადგენელს ტენდერში გამარჯვების შემდეგ შესრულებული სამუშაოების დაუბრკოლებლად ჩაბარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 7000 ლარი გამოართვეს“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით და ზომად თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით ითვალისიწნებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=lJGZphxVzEM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები