ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძაგნიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
როგორც „კვირას“ ვანის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ლილუაშვილმა განუცხადა, ძაგნიძის დაკავება ერთ- ერთ ტენდერს უკავშირდება.
„ დეტალებს ვერ გეტყვით, რადგან საქმეში ვერკვევი. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა“, – განაცხადა ალექსანდრე ლილუაშვილმა.