“წითელი ხიდზე” ნივთების კანონდარღვევით შემოტანა სცადეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სასაზღვრო – გამშვებ პუნქტ “წითელი ხიდზე” ნივთების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან მსუბუქი ავტომანქანა შემოვიდა, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ა მართავდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ავტომანქანის საწვავის ავზის შემოწმებისას, სპეციალური სამალავი აღმოაჩინეს, რომელშიც დამალული იყო სხვადასხვა სახის საქონელი, კერძოდ: ბურისპირები – 23 ცალი, კედლის წრიული საჭრელები – 4 კომპლექტი, ქვის საჭრელი დისკო – 15 ცალი, კედლის წრიული საჭრელი ალმასის – 11 ცალი, ფაიფურის საჭრელი ფანქარი – 7 ცალი, მცენარეთა ზრდის რეგულატორი – 40 ცალი, ქალის ხალათი – 20 ცალი. საქონლის ღირებულებამ შეადგინა 2565,20 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ემუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, პირს სანქციის სახით შეეფარდა 1000 ლარის ფულადი ჯარიმა და საქონლის ჩამორთმევა.