შსს-მ უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები დალუქა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული შემოწმების შედეგად, ბორჯომის და ადიგენის რაიონების ტერიტორიაზე ოცამდე უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ასევე გამოვლენილია დიდი ოდენობით წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-ტყის უკანონო გადამუშავების ფაქტები.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის და ადმინისტრაციული გადაცდომის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, მათზე კანონით გათვალისწინებული ზომები ხორციელდება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7RriLA04bgg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები