მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი – 1999 წელს დაბადებული ს.კ. და 2000 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები – წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები, ასევე, ამოღებულია მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი დრონი, რომლის მეშვეობითაც ბრალდებულები ნარკოტიკული ნივთიერებების განთავსებისთვის ადგილმდებარეობას წინასწარ სწავლობდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები