ნეთანიაჰუ: მშვიდობა ღაზაში “ჰამასის” განიარაღების გარეშე ვერ დამყარდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზას სამშვიდობო შეთანხმების შემდეგი ეტაპი “ჰამასის” დაჯგუფების სრული განიარაღებაა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ შეთანხმება ვერ განხორციელდება, თუ ტერორისტული სტრუქტურები შეინარჩუნებენ სამხედრო შესაძლებლობებს.

„ღაზაში მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როცა “ჰამასი” სრულად იქნება განიარაღებული. პირველ რიგში, „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს. მეორე – ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ღაზაში არ იყოს იარაღის ქარხნები და ასევე, იარაღი ღაზაში კონტრაბანდულად არ უნდა შემოდიოდეს. სწორედ ეს არის დემილიტარიზაციის არსი,“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის ლიდერის თქმით, ხელისუფლება არ განიხილავს ისეთ სცენარს, რომელიც ჰამასს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს კონტროლი ან შეიარაღება, რადგან ეს, მისი შეფასებით, მომავალში ახალი ძალადობის ტალღას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები