საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქე უკანონოდ სათამაშო ბიზნესს აწარმოებდა (ვიდეო)

 

თურქეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ლიცენზიის გარეშე სათამაშო ბიზნესს აწარმოებდა, სამართალდამცველებმა დააკავეს – ამის შესახებ „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გუნგორ გალაპი, მუზაფფერ აქჩაი და საბან ადალი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ქ. თბილისში გულიასა და აღმაშენებლის ქუჩებზე, სათამაშო ბიზნესისათვის განკუთვნილი შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რეგულარულად ახდენდნენ სხვადასხვა აზარტული თამაშების მოწყობას, რაშიც მოთამაშეებისაგან ანაზღაურების სახით იღებდნენ დადებული ფსონის 10%-ს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=NSPo362Zs-8″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები