ისრაელში პალესტინელ პატიმართა გათავისუფლება მიმდინარეობს

ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება, ზავის შეთანხმების ფარგლებში, დაიწყო. მედიის ცნობით, პირველი ჯგუფები რამალაში, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ჩასვლას იწყებენ.

პატიმრების გათავისუფლება ხდება მას შემდეგ, რაც “ჰამასმა” 20 იერუსალიმელი მძევალი გაათავისუფლა, როგორც შეთანხმების პირველი ეტაპის ნაწილი.

შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა სულ ტერორიზმში ბრალდებული 250 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს, მათგან 135-ის საზღვარგარეთ დეპორტაცია მოხდება, ხოლო 14 აღმოსავლეთ იერუსალიმში, სახლში დაბრუნდება.

პატიმრების გარდა, ისრაელმა ასევე უნდა გაათავისუფლოს ღაზაში დაკავებული 1700-მდე პირი, მათ შორის 22 არასრულწლოვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები