რაქვიაშვილი – 4 ოქტომბრის მოვლენებზე: პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანზეა, ვინც ცრუ იმედებს აჩენდა, მოუწოდებდა გასვლისკენ, ვითომ დეკლარაციის წაკითხვით რაღაც რევოლუცია შეიძლება, მოხდეს

“საბოლოოდ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანზეა, ვინც ამას მხარს უჭერდა, ვინც ცრუ იმედებს აჩენდა, მოუწოდებდა გასვლისკენ, ვითომ დეკლარაციის წაკითხვით რაღაც რევოლუცია შეიძლება, მოხდეს და ხელისუფლება გაიქცევა”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აცხადებს.

“საბოლოოდ, ამან კიდევ უფრო გააღვივა ნიჰილიზმი ოპოზიციურ სპექტრზე, კიდევ უფრო დაასუსტა ჯამურად ოპოზიცია. “ლელო” იქნება, რომელიც მუწოდებდა არჩევნების შემდეგ მიტინგზე წასვლისკენ, თუ “ნაცმოძრაობის” ლიდერები, ყველამ თავის პოლიტიკური წილი უნდა აგოს”, – ამბობს რაქვიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები