ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ლესა-ჩიბათის დამშრობ მასივზე სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ლესა-ჩიბათის ტერიტორიაზე ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გაწმენდილ არხებში წყლის შეუფერხებლად გადინების შედეგად, მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.

უწყების ცნობით, ექსპლუატაციის ღონისძიებები, რომელსაც „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები