“კიდევ ერთხელ თვალნათელი გახდა ის, რომ საქართველოში დამხობის და ხელოვნური რევოლუციების დრო წასულია” – ქადაგიშვილი

“კიდევ ერთხელ თვალნათელი გახდა ის, რომ საქართველოში დამხობის და ხელოვნური რევოლუციების დრო წასულია”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, საქართველოს ხვალინდელი განვითარების და პოლიტიკური ცხოვრების ერთადერთი გზა გადის დემოკრატიულ პროცესებსა და არჩევნებზე.

„ქვეყანაში რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლის მთელი ეს პოლიტიკა 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ყველა ეს აქტორი, რომელიც დღეს შეშინებული გაურბის პასუხისმგებლობას, სწორედ 4 ოქტომბრის ამ პროვოკაციის მზადებაში იყო ჩართული“, – აღნიშნავა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები