გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების საკითხი დამთავრებულია

„ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების საკითხი დამთავრებულია. დასრულდა მათი ამბავი, ვითარ, სიზმარი ღამისა”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში მათი გაუქმების პროცესში საკუთარი წარმომადგენელიც კი ვერ გაუშვან, იმდენად შეიძლება დეგრადირდნენ. ეს მათი ქმედებების შედეგია. ვისაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა უნდა, პოლიტიკური ტრიბუნა უნდა გამოიყენოს. ამ ხალხმა პარლამენტისა და საკრებულოს ტრიბუნები დათმო. საზოგადოებას ეუბნებოდნენ, ქუჩაში გასულიყვნენ. ქუჩის პროტესტს მაშინ აქვს აზრი, როცა პარლამენტისა და საკრებულოს ტრიბუნას გართმევენ. როცა ხალხმა აგირჩია და მანდატი არ გამოიყენე, ასეთ შემთხვევაში, ქუჩის პროტესტს აზრი არ აქვს. ტრიბუნები ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს. დასრულდა მათი ამბავი, ვითარ, სიზმარი ღამისა. სამართლებრივად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში „ნაცმოძრაობა“ და მათი ფილიალები აღარ არსებობდნენ. მარცხის გარდა რას ელოდებოდნენ, როცა ოპოზიციის ლიდერად ჯერ სალომე ზურაბიშვილი დააყენეს, შემდეგ პაატა ბურჭულაძე?“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები