რატი იონათამიშვილი: უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა 4 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“, კახა კალაძეს
,,უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა 4 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“, კახა კალაძეს”,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში ერთმანეთს სიცრუეში აცხოვრებენ.
„ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია, ეს არშემდგარი მეამბოხეები თუ დამხობის ორგანიზატორები, სიცრუეში აცხოვრებენ ერთმანეთს და საკუთარ მცირერიცხოვან მხარდამჭერებსაც. შესაბამისად, რაც არ უნდა ილაპარაკონ, ახლა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს“, – მიიჩნევს იონათამიშვილი.