სარფის საბაჟოზე აზერბაიჯანის და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

  სარფის საბაჟო – გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევები გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო – გამშვებ პუნქტში „სარფი“ თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მოქალაქე ჯ.გ. შემოვიდა. მისი კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 6 ცალი მობილური ტელეფონი „iphone 5s“ აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4964 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა – 4964 ლარი შეეფარდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, იმავე დღეს, სარფში თურქეთის მხრიდან თურქეთის მოქალაქე მ.ო. შემოვიდა., რომლის ბარგის დათვალიერებისას აღმოჩენეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „VegaDOL“ – 48 აბი. 140 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „Lyrica“ (75 მგ) მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქის გ.ჯ.-ის ბარგის დათვალიერებისასაც აღმოაჩინეს. საქმეები შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები