კიევში ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონში ბიუჯეტის შეთანხმების ჩავარდნით და მთავრობის მუშაობის შეჩერების (shutdown) დაწყებით, შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის, მიწოდება შეფერხდეს.
საერთაშორისო მედიის ცნობით, აშშ-ის მთავრობის დაფინანსების გარეშე შესაძლოა, ადმინისტრაციული და ლოგისტიკური პროცედურები შეფერხდეს, რაც თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე კონტრაქტებსა და მიწოდების გრაფიკზე გავლენას მოახდენს.
უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, მსგავსი შეფერხება რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე მიმდინარე ოპერაციების ფონზე, სადაც კიევი დასავლურ შეიარაღებაზე ძლიერად არის დამოკიდებული.
“ვერ ვხედავ, როგორ გაგრძელდება ის. ბევრი განხილვა მიმდინარეობს იარაღის სამომავლო გადაზიდვებთან დაკავშირებით. ყველა სამომავლო პროექტი გარკვეულწილად ზარალდება, რადგან პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის წარმომადგენლები არ ხვდებიან ერთმანეთს და ამ „შათდაუნის“ გამო დროს ვკარგავთ”,- განაცხადა უკრაინის მთავრობის ოფიციალურმა პირმა.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ბიუროკრატიული ბარიერებისა, აშშ შესაძლოა შეეცადოს, კრიტიკული სამხედრო დახმარება არ შეაჩეროს და გამოიყენოს საგანგებო მექანიზმები, რათა უკრაინას მხარდაჭერა განუწყვეტლივ მიაწოდოს.