მაჭარაშვილი – „იმედის კვირის“ სიუჟეტზე: ეს არის ზუსტად მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობენ უცხოური ძალები, რომლებსაც სურთ საქართველოში ძალადობრივი პროცესები
“ეს არის ზუსტად მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობენ უცხოური ძალები, რომლებსაც სურთ საქართველოში ძალადობრივი პროცესები”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „იმედის კვირის“ სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.
„სააკაშვილის დედა ასევე საჯაროდ უხდიდა მილიონებს ამერიკაში ისეთ ლობისტურ კომპანიას, რომელსაც ნაწილ-ნაწილ უნდა გამოეტანა თავისი შვილი საავადმყოფოდან. ეს უნივერსიტეტია, რომელსაც როგორც შეუძლია, აფინანსებს ამ ძალადობრივ აქციებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ხელოვნური პროტესტის ორგანიზების გაშიფრულ სქემაზე „იმედის კვირამ“ მორიგი სიუჟეტი მოამზადა და დაფინანსების ახალი დეტალები გაასაჯაროვა.