გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოში იმყოფება

 

   ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოშია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი დახვდა და საქართველოში წარმატებული ვიზიტი უსურვა.
აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი.
ხვალ ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში მიიღებს.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. ვიზიტის დასასრულს გენერალი ფილიპ ბრიდლავი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრება. ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს და მათ კითხვებს უპასუხებს.
ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების (SHAPE) უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები