საბავშვო კომპოზიტორი მერი დავითაშვილი გარდაიცვალა

მერიის ინფორმაციით, მერი დავითაშვილს ქაშუეთის ტაძრიდან 20 თებერვალს გამოასვენებენ. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, თუ სად დაკრძალავენ კომპოზიტორს.
კომპოზიტორი და პედაგოგი მერი შალვას ასული დავითაშვილი 1924 წელს დაიბადა. იგი საქართველოს სახალხო არტისტი (1979) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981) იყო. დაწერილი აქვს ორი საბავშვო ოპერა – “ქაჯანა” (1965) და “ნაცარქექია” (1972), მრავალი საბავშვო სიმღერა, მუსიკა საბავშვო სრულმეტრაჟიანი და ნახატი ფილმებისათვის (“მანანა”, “მტრობა”, “ხელმარჯვე ოსტატი”, “ჩხიკვთა ქორწილი”, “წუნა და წრუწუნა” და სხვა), ასევე – სიმფონიური, კამერული და საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის და სხვა.
1997 წელს მერი დავითაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები