თორნიკე ჭეიშვილი ელენე ხოშტარიას დაკავებაზე: საზოგადოებამ იხილა ქმედება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს

,,საზოგადოებამ იხილა ქმედება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. გასაკვირი არ არის, რომ განხორციელდა სათანადო სამართლებრივი რეაგირება”, – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, ელენე ხოშტარიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ თუ გადავხედავთ პრაქტიკას, რომელიც ასეთი ტიპის დანაშაულებზე არის განვითარებული ვნახავთ, რომ ნაკლებად ხდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. როგორც წესი უფრო მეტად გირაოს იყენებენ. ეს იქნება ერთგვარი ტესტი, თუ რას მოიმოქმედებს და შესაბამისად ჩვენ შეგვეძლება გარკვეული პასუხი გავცეთ კითხვას რეალურად ხომ არ სურს მას, რომ თვითდაპატიმრების გზით ციხეში ჩაჯდომის გზით თავი აარიდოს და განერიდოს იმ ე.წ. პროტესტს, რომელსაც დღეს უკვე მაჯისცემა არ ესინჯება“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნივთის დაზიანების ბრალდებით ელენე ხოშტარია დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები