„სტატიის გამოსაქვეყნებლად თანხის გადახდის დოკუმენტური დადასტურება არ არსებობს“

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე International New York Times-თვის დავით უსუფაშვილის წერილის გამოქვეყნების საფასურის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გადახდის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული სტატიის გამოსაქვეყნებლად თანხის გადახდის დოკუმენტური დადასტურება არ არსებობს.
„კრიტიკას იმ თემაზე, რომ თანხები იხდება არა საქართველოს, არამედ კერძო პირების სარეკლამოდ, ვერანაირად ვერ მივიღებთ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მე არ მინახავს დადასტურება, საქართველოს ხელისუფლებას პარლამენტის თავმჯდომარის სტატიის გამოსაქვეყნებლად კონკრეტული თანხა გადაეხადოს და მეორე – როდესაც ლაპარაკია, რომ თითქოს ასეთი სტატია საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, მაპატიეთ, მაგრამ ოპონენტებს ვეტყოდი, რომ ჩვენ დღემდე ვიკვლევთ და ვერ გაგვირკვევია, თუ სად იხარჯებოდა მილიონობით თანხები, რომელიც გაწერილი იყო უშიშროების სამინისტროს არხებით, და რომელიც გადიოდა აბსოლუტურად 1-2- ადამიანის განკარგულების შესაბამისად“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები