დავით ნარმანია: 61-ე საჯარო სკოლის ადგილას ისევ სკოლა აშენდება
61-ე საჯარო სკოლის ადგილას ისევ სკოლა აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, პროექტი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია და სამინისტროს აქვს შესაბამისი დაფინანსება, რომ დემონტაჟის შემდეგ ახალი სკოლის მშენებლობა სწრაფად დაიწყოს.
“ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ისევ სკოლა შენდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 61-ე საჯარო სკოლის დემონტაჟი და მის ადგილას სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.