სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა.
უწყების ცნობით, სუს-ის ხელმძღვანელმა ომბუდსმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტები გააცნო.
“მამუკა მდინარაძემ და ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და სახალხო დამცველმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს”, – წერია ინფორმაციაში