“როგორც ჩანს, გახარიას პარტია ტაქტიკურად მოქმედებს, ამიტომ, დაელოდებიან და ვითარების მიხედვით იმოქმედებენ” – ქადაგიშვილი
“როგორც ჩანს, გახარიას პარტია ტაქტიკურად მოქმედებს, ამიტომ, დაელოდებიან და ვითარების მიხედვით იმოქმედებენ”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
“მათ დროში ლუფტი აქვთ და ამას ბოლომდე იყენებენ. ისინი ხომ ჩამოუყალიბებლები არიან, ამიტომ, ხან ბულინგის ეშინიათ, ხან გარედან მკაფიო დავალება არ არის. საბოლოო ჯამში, ალბათ, მაინც შემოვლენ. რომ არ ფიქრობდნენ შემოსვლაზე და მომენტს არ ელოდებოდნენ, სიებს ჩახსნიდნენ და სპეკულაციებს დაასრულებდნენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.