“წარმოუდგენლად მიმაჩნია, “ქართული ოცნებიდან” ვინმემ, ვინც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ახლა ხაბეიშვილსა და ბურჭულაძესთან ითანამშრომლოს” – ბოჟაძე

“სახელებსა და გვარებზე საუბარი გაგვიძნელდება, თუმცა ვფიქრობ, ეს მაინც ერთგვარი პროვოკაციაა მათი მხრიდან, რათა განცდა გააჩინონ, რომ “ქართული ოცნებიდან” ყოფილი თუ მოქმედი წევრი მათთან თანამშრომლობენ”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა, რაც “ქართული ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსნებთან მათ თანამშრომლობას გულისხმობს.

“წარმოუდგენლად მიმაჩნია, “ქართული ოცნებიდან” ვინმემ, ვინც 2012 წლიდან გამარჯვება მოიტანა, წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა საკუთარ ხალხს და ქვეყანას, ახლა ხაბეიშვილთან და ბურჭულაძესთან ითანამშრომლოს.

ეს პროვოკაცია მგონია, თუმცა ნებისმიერი პროვოკაციისთვის სახელმწიფო არის მზად. ყველამ კარგად იცის, ვინ არის ირაკლი კობახიძე, მისი პოლიტიკური გუნდი და რამე რომ ყოფილიყო სათქმელი, აქამდეც იტყოდნენ. მით უმეტეს, თუ ეს თანამშრომლობა შედგა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები აღარ არიან თანამდებობაზე, ან აღარ არიან ჩვენი გუნდის წევრები, ან თუ ვივარაუდეთ, რომ ვინმე მანამდეც თანამშრომლობდა ანიტასთან”, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები