სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმესთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
დაცვის მხარე ევროსაბჭოს რეზოლუციის მტკიცებულებად მიღებას ითხოვდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ქუთაისისი სააპელაციო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზე ჩაინიშნა.