მათივე ცნობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია.

,,შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

· იანვარ-თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა

· მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი

· აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი

· მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი

· ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი

· ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25  სექტემბერს გამოაქვეყნებს”,- წერია ინფორმაციაში.