ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის საცხოვრებელ სახლთან გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო არ დაუშვებს პროვოკაციებს და დესტრუქციულ ქმედებებს.
“ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავსი ტიპის პროვოკაციებს და დესტრუქციულ ქმედებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვოლმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პოლიციელებს 24 საათის განმავლობაში მძიმე შრომა უწევთ, და თუ ვინმე პროვოკატორი ხელს აღმართავს პოლიციელის წინააღმდეგ, ეს არის დასჯადი.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შს სამინისტროს, მინისტრს და პროკურატურას, მაქსიმალურად გააკონტროლონ ამ ადამიანების პროვიკაციული ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს ის, “ქართული ოცნების” თუ სხვა ძალის წარმომადგენელი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის სახელმწიფო, აქ მოქმედებს მკაცრი კანონები და ყველა უნდა დაემორჩილოს ამ კანონს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში არის გამოხატვის სრული თავისუფლება და დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი სახით, ოღონდ კანონის ფარგლებში, გამოხატოს თავისი აზრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები