სიიარტო: უკრაინამ უნგრეთისკენ მიმავალ რუსულ ნავთობსადენზე იერიში მიიტანა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო, უკრაინას რუსეთიდან უნგრეთისკენ მიმავალი ნავთობსადენის დაზიანებაში ადანაშაულებს.

მისი განცხადებით, მომხდარი „აღმაშფოთებელი და სრულიად მიუღებელია“, რადგან მსგავსი ქმედება საფრთხეს უქმნის უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობას.

„სამ წელიწად ნახევრის განმავლობაში ბრიუსელი და კიევი ცდილობენ უნგრეთის უკრაინის ომში ჩათრევას. ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ უკრაინის მხრიდან არაერთი თავდასხმა ამავე მიზანს ემსახურება. მინდა ნათლად განვაცხადო: ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო და სანამ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, უნგრეთი არ ჩაერევა და ბოლოს, შეხსენება უკრაინელი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის: უნგრეთიდან მოწოდებული ელექტროენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ქვეყნის ენერგომომარაგებაში“, – აღნიშნა სიიარტომ.

სიიარტომ ასევე დასძინა, რომ ბუდაპეშტი ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებს დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები