17 აგვისტოს, ზორტიყელის მთაში, სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება
,,17 აგვისტოს, ზორტიყელის მთაში, სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება!”,- ამის შესახებ ინფორმაციას, ხულოს მერია ავრცელებს.
,,ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიება, დაინთება კოცონი, მოეწყობა კვების სივრცეები, ფოტოზონები და სპეციალური ინსტალაციები.
14:00 -14:30 შუამთობის ოფიციალური გახსნა – უხუცესთა ანსამბლი “ღორჯომი” – ცეკვა “განდაგანა”.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები.
14:30-15:00 კონცერტი, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით:
ფოლკლორული ანსამბლი „ ღორჯომი“.
გოგონათა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფიქალა“.
უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „ ღორჯომი“.
15:00-16:00 ბენდი „Tabemono“
16:00-17:00 ღამის შოუს ბენდი
17:00-21:00 DJ ჩიკი”,- წერია ინფორმაციაში.