სიმონიანი მოსკოვს დედამიწაზე საუკეთესო ქალაქად მიიჩნევს

საერთაშორისო მედიაჯგუფ „Russia Today“-სა და RT ტელეარხის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი მოსკოვს დედამიწაზე საუკეთესო ქალაქად მიიჩნევს.

„მოსკოვი დედამიწაზე საუკეთესო ქალაქია. ამაზე არც ერთი ობიექტური ადამიანი არ იდავებს. მოხერხებულობა, სისუფთავე, უსაფრთხოება, სილამაზე, ხალხი, შესაძლებლობები – მსგავსი არსად არაფერია. ქუჩაში გადიხარ და თითქოს ზღაპარში ხარ: ყველაფერი ისეთი ლამაზი, სუფთა, კეთილმოწყობილი, ქალაქის მაცხოვრებლებისთვის მოსახერხებელია“, – თქვა სიმონიანმა Arguments and Facts-თან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები