„ნაცმოძრაობა“ ყველას და ყველაფერს ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე აპოლიტიკურია; ამ დროს, ლობისტურ კომპანიას თანხას ურიცხავს” – მაჭარაშვილი

“ქართველი ხალხი „ფარას“ წყალობით იგებს, „ნაცმოძრაობა“ და მათი მეგობარი უილსონი რას აკეთებს? იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოში გამჭვირვალობა გაუქმდეს, კაცების ქორწინება დაკანონდეს და ძალადობრივი აქციები დაფინანსდეს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ნაცმოძრაობა“ ყველას და ყველაფერს ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე აპოლიტიკურია. ამ დროს, ლობისტურ კომპანიას თანხას ურიცხავს, ასევე, თანხას რიცხავს ჯო უილსონიც, რომელიც ცნობილია, როგორც საქართველოს მოწინააღმდეგე. იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოში გამჭვირვალობა გაუქმდეს, კაცების ქორწინება დაკანონდეს და ძალადობრივი აქციები დაფინანსდეს, რათა „დიფ სთეითის“ დავალება შეასრულონ და რევოლუციური სცენარები განახორციელონ. არ გამოსდით, მაგრამ ცდილობენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები