ვენესუელას განცხადებით, ელ-სალვადორში აშშ-დან დეპორტირებულ მიგრანტებს აწამებენ

ვენესუელამ აშშ-დან ელ-სალვადორის ციხეში გაგზავნილი მიგრანტების უფლებების დარღვევის შესახებ გამოძიების დაწყება გამოაცხადა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

კარაკასის მახლობლად, 250-ზე მეტი ვენესუელელი რეპატრირდა. ისინი სალვადორში მარტიდან, შეერთებული შტატებიდან დეპორტაციის შემდეგ იყვნენ დაკავებულნი.

ვენესუელის გენერალურმა პროკურორმა, ტარეკ უილიამ სააბმა განაცხადა, რომ ციხეში „სისტემური წამება“ ხორციელდებოდა, რაც მოიცავდა სექსუალურ ძალადობას, ყოველდღიურ ცემას და ციხის უვარგისი საკვების გამოყენებას.

სალვადორმა ამ ბრალდებებს ჯერ არ უპასუხა.

ვენესუელა გამოიძიებს ელ-სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს, იუსტიციის მინისტრს გუსტავო ვილატოროს და ციხის ხელმძღვანელს, ოსირის ლუნა მეზას.

გენერალურმა პროკურორმა მოუწოდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს, აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები