ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანა. როგორც ცნობილია, მათგან სამი ბავშვი და ერთი ქალია.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები